როდესაც ტექნიკის გაჩერება დროისა და ფინანსური რესურსის დაკარგვას ნიშნავს, სწრაფ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, Autotechno-ს მობილური სერვის ჯგუფები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ ადგილზე სერვისს, რათა ტექნიკა უმოკლეს დროში დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს.
გამოძახებიდან 1 სამუშაო დღეში ჩვენი სპეციალისტები ადგილზე ჩამოდიან და თანამედროვე დიაგნოსტიკური მოწყობილობებისა და პროფესიონალური ინსტრუმენტების გამოყენებით ატარებენ ტექნიკის სრულ დიაგნოსტიკასა და საჭირო სარემონტო სამუშაოებს.
მობილური ჯგუფები მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი სირთულის სამუშაო, მათ შორის ძრავის, ჰიდრავლიკური სისტემის, ტრანსმისიის, გადაცემათა კოლოფისა და სხვა ძირითადი აგრეგატების დიაგნოსტიკა და შეკეთება.