კომპანიის საქმიანობა ტექნიკის მიწოდებით არ შემოიფარგლება. ავტოტექნოს სერვისის მიმართულება მოიცავს საგარანტიო და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებებს, მობილურ სერვისს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და სპეციალიზებულ ტექნიკურ მხარდაჭერას.
ტექნიკის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებლის მოთხოვნებიც, სწორედ ამიტომ, ავტოტექნო მუდმივად აფართოებს როგორც საკუთარ პორტფელს, ისე მომსახურების შესაძლებლობებს.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ტექნიკის შეძენასთან ერთად მიიღოს მისი ექსპლუატაციისთვის საჭირო მხარდაჭერაც იმავე სანდო პარტნიორისგან.
დღეს ავტოტექნო აგრძელებს ზრდას და ახალი ბრენდების, ტექნიკისა და სერვისის შესაძლებლობების დამატებას, რათა ქართულ ბაზარზე თანამედროვე ტექნიკის ხელმისაწვდომობა და მისი პროფესიონალური მომსახურება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადოს.