შეიძინე ლიზინგით საშენო ტექნიკა

ყველაფერი ლიზინგის შესახებ



რა არის ლიზინგი?  ლიზინგი დაფინანსების ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში.  მარტივად რომ ჩავშალოთ კომპანია ყიდულობს შენთვის სასურველ სამშენებლო ტექნიკას, შენ კი კომპანიას უხდი ყოველთვიურად თანხას.

 

რა სხვაობაა სესხსა და ლიზინგს შორის ? ლიზინგს სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. ის ერთადერთი მექანიზმია ბაზარზე, რომლის მისაღებადაც გირაო არ მოითხოვება, რადგან სწორედ სალიზინგო აქტივი წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს. მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ აქტივს, სალიზინგო კომპანია კი იძენს მოთხოვნილს და გადასცემს სარგებლობაში მომხმარებელს, რომელსაც შეუძლია იმ დღიდანვე დაიწყოს შემოსავლის გენერირება ისე რომ აქტივი არ ჰქონდეს საკუთარ ბალანსზე და ისარგებლოს შეუზღუდავი უფლებით, ხელშეკრულების ბოლოს ხდება აქტივის საკუთრებაში გადაცემა.